სერვერი/მიმტანი- ნატახტარი, სოფ. ახალუბანი — ვილა მოსავალი

ვილა მოსავალი — ლოგო
ვილა მოსავალი

სერვერი/მიმტანი- ნატახტარი, სოფ. ახალუბანი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სერვერის (მიმტანის) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფ. ახალუბანი

ჩვენი კომპლექსი აერთიანებს ქართულ და ევროპულ რესტორნებს და მასშტაბურ, 1000 სტუმარზე გათვლილ საბანკეტო სივრცეს.

ჩვენთან თითოეული დღე განსხვავებულია:

  • კორპორატიული საღამოები
  • საერთაშორისო კონფერენციები
  • საქორწილო წვეულებები
  • კულტურული და სპორტული ღონისძიებები

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების თბილი დახვედრა და მაღალი სტანდარტის სერვისით უზრუნველყოფა;
  • შეკვეთების მიღება და მენიუს დეტალური ცოდნის საფუძველზე რეკომენდაციების გაწევა;
  • ღონისძიებებისა და ყოველდღიური სერვისის დროს დარბაზში წესრიგის, სტანდარტებისა და სისუფთავის კონტროლი;
  • გუნდური მუშაობა სხვა დეპარტამენტებთან გამართული ივენთების ჩასატარებლად.

რას ველოდებით შენგან:

  • პოზიტიური დამოკიდებულება;
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია ინგლისური ან სხვა უცხო ენების საბაზისო ცოდნა.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი;
  • კვება;
  • საცხოვრებელი;
  • ტრანსპორტირება;
  • განვითარება.

სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ