Senior React Native დეველოპერი
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" თბილისის ფილიალის გუნდში!
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: Senior React Native დეველოპერი
მოვალეობები:
- React Native-ის გამოყენებით მობილური აპლიკაციების განვითარება, მხარდაჭერა და გაუმჯობესება;
- აპლიკაციის არქიტექტურის დაგეგმვასა და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა;
- კომპლექსური UI მოდულებისა და reusable კომპონენტების განვითარება;
- აპლიკაციის წარმადობის, სტაბილურობის, მასშტაბირებადობისა და კოდის ხარისხის უზრუნველყოფა;
- rendering performance-ის, startup time-ისა და memory usage-ის ოპტიმიზაცია;
- ბექენდ გუნდთან თანამშრომლობა RESTful API-ების ინტეგრაციისა და ტექნიკური მოთხოვნების შეთანხმების პროცესში;
- უსაფრთხო ავტორიზაციისა და აუტენთიფიკაციის მექანიზმების განვითარება, მათ შორის OAuth 2.0, JWT და biometric authentication;
- ლოგირების, მონიტორინგისა და შეცდომების დამუშავების მექანიზმების გაუმჯობესება;
- Code Review პროცესში აქტიური მონაწილეობა და ტესტირების პრაქტიკების გაუმჯობესება;
- QA, UI/UX, DevOps და ბექენდ გუნდებთან თანამშრომლობა;
- CI/CD pipelines-ის განვითარებასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- Junior/Middle დეველოპერების მენტორინგი და ცოდნის გაზიარება.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება React Native Developer-ის ან მსგავს პოზიციაზე;
- React Native-ისა და JavaScript/TypeScript-ის ღრმა პრაქტიკული ცოდნა;
- iOS და Android პლატფორმების მყარი პრაქტიკული ცოდნა;
- მობილური აპლიკაციების არქიტექტურისა და მასშტაბირებადი სტრუქტურის დაგეგმვის გამოცდილება;
- State Management-ის კარგი ცოდნა: Redux, Redux Toolkit, Context API, MobX ან მსგავსი ტექნოლოგიები;
- REST API ინტეგრაციისა და backend contract-ებთან მუშაობის გამოცდილება;
- Git-ისა და branching strategy-ების პრაქტიკული ცოდნა;
- Mobile App Security-ის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
- OAuth 2.0, JWT და biometric authentication-თან მუშაობის გამოცდილება;
- Unit Test-ებისა და integration test-ების წერის გამოცდილება;
- აპლიკაციის წარმადობის ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
- CI/CD pipelines-თან მუშაობის გამოცდილება;
- დიდ და კომპლექსურ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- დამოუკიდებლად ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემების ანალიზისა და მენტორინგის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10/09/2026
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.