სავალი ნაწილების ხელოსანი/შემკეთებელი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფის" შვილობილი კომპანია "ჯითისი სერვის გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სავალი ნაწილების ხელოსანი (შემკეთებელი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, იუმაშევის ქუჩა N18
განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
- სატვირთო მანქანებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
- სატვირთო მანქანების დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან ახლით შეცვლა;
- სატვირთო მანქანებზე ზეთებისა და ფილტრების გამოცვლა;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დაქვემდებარებულების მართვის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალური;
- დისციპლინირებული;
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მშვიდი და გაწონასწორებული.
ხელფასი ხელზე ასაღები - 1200-2500 გამოცდილების მიხედვით