საუზმის მზარეული
სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტში სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე (მარჯანიშვილის მეტროსთან), იგი აერთიანებს 32 მაღალი კლასის ოთახებსა და ლუქსებს.
ჩვენი მეგობრული და კვალიფიციური გუნდისთვის, ვეძებთ ახალ საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეფ-მზარეულის დავალებების შესრულება;
- კერძების ხარისხიანად მომზადება;
- კვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- გუნდურად და შეუფერხებლად მუშაობა.
თქვენ მიიღებთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას.
გრაფიკი: 5/2 ზე; სამუშაო საათები 07:00 სთ_დან -13:00 სთ_მდე
ანაზღაურება: 1300 ლარი