საწყობისა და ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი
"MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
"MS holding" გეძებს შენ საწყობისა და ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე
რისი გაკეთება მოგიწევს?
- საწყობისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესის წარმართვა და მისი სწორად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- პროდუქციისა და მარაგების კონტროლი, მონიტორინგი, მართვა;
- იმპორტის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- პროდუქციის მიღება-დასაწყობებისა და შეგროვება-გაცემის სამუშაოების ორგანიზება;
- სასაქონლო ზედნადების კონტროლი;
- სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა;
- ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი;
- შეკვეთის ვადების მუდმივი მონიტორინგი;
- GPS სისტემის მეშვეობით მანქანების მოძრაობის/საწვავის კონტროლი;
- კომპანიის ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის, შესასრულებელი საქმიანობის განსაზღვრა/ორგანიზება და მონიტორინგი;
- პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია APEX მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებული მუშაობის უნარი;
- პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინირებულობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ჭირნახულის ქუჩა #4;
- სამუშაო დრო: სრული, 09:00-18:00 საათი.
- ანაზღაურება: საწყისი 3000 ₾
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მეტროდან.