საწყობის მენეჯერი- სართიჭალა
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" სართიჭალის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: გარდაბნის რაიონი, სოფ. სართიჭალა
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 კვირაში 6 დღე
საწყისი ანაზღაურება: 1500₾
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
- სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
- პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
- საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი)