საწყობის თანამშრომელი - ბათუმი — ელვარე

samushao.ge
ელვარე — ლოგო
ელვარე

საწყობის თანამშრომელი - ბათუმი

₾1650 ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს ელვარე აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ქ. ბათუმში.

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.

კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ზედმიწევნით შეასრულებს საწყობის სპეცილისტის ფუნქცია-მოვალეობებს.

რას გთავაზობთ?

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
  • ანაზღაურება: 3 თვის მანძილზე - 1400 ლარი ; შემდეგ - 1600 ლარი;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ (საჭიროების შემთხევაში შაბათი, რომელიც ანაზრაურდება ზეგანაკვეთურად)
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი; ლერმონტოვის ქუჩა №135.

რას გააკეთებ?

  • წარმოებული პროდუქციის საწყობში/მაღაზიაში მიღება/მითვლა და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა;
  • იმპორტირებული პროდუქციის (ელექტრო საქონელი/სხვა დამატებითი წვრილმანი პროდუქტი) საწყობში მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, განთავსება/დასაწყობება, მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • მზა პროდუქციის საწყობში თუ გაყიდვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების მიხედვით, პროდუქციის აგროვება/გადამოწმება/გაცემის უზრუნველყოფა;
  • საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (პალეტზე განთავსება, შეფუთვა, თაროზე განთავსება);
  • კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა;
  • სასაწყობე პროგრამაში მუშაობა, გაწერილი პროცესების მიხედვით და წესების ზედმიწევნით დაცვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სადისტრიბუციო მანქანების დატვირთვა ზედნადებების მიხედვით;
  • საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება; სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

გეძებთ შენ, თუ გაქვს:

  • ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია;
  • ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →