საწყობის თანამშრომელი
შპს "დაკა" გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის აცხადებს მიღებას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00 საათიდან — 19:00 საათამდე
- შრომის ანაზღაურება: 1800 (ათას რვაასი) ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში პროდუქციის მიღება, დახარისხება, დალაგება, მომხმარებელთან გატანა და სხვა საწყობში განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებული მოვალეობები.
მოთხოვნები:
- საწყობში მუშაობის გამოცდილება
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა