საწყობის თანამშრომელი
შპს „თერმოინდუსტრია“ — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
კომპანია 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის #108;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დასვენება კვირაში 1 დღე;
- ანაზღაურება: ფიქსირებული შეთანხმებით + ბონუსი;
- კომპანია უზრუნველყოფს კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში არსებული პროდუქციის შესწავლა;
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის შეკვეთა, მომზადება და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა;
- მიღებული პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა;
- საწყობში პროდუქციის სწორად განლაგების უზრუნველყოფა დადგენილი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- საწყობში შეკვეთების მომზადება და დროული გაცემის უზრუნველყოფა;
- მიღებულ პროდუქციაში დეფექტური ან წუნდებული საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში (აღწერაში) მონაწილეობის მიღება;
- მომსახურების სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- საწყობში არსებული პროდუქციის სიფრთხილითა და უსაფრთხოების წესების დაცვით გადაადგილება;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.
მოთხოვნები:
- საწყობში მუშაობის გამოცდილება;
- გათბობა - გაგრილების სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ფიზიკური აქტივობისადმი მზადყოფნა.
შპს „თერმოინდუსტრია“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!