საწყობის თანამშრომელი — პარტნიორი

პარტნიორი — ლოგო
პარტნიორი

საწყობის თანამშრომელი

₾1400 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის “ შვილობილი კომპანია შპს „პარტნიორი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზ. #84

გრაფიკი: 08:00 – 23:00 საათამდე. კვირაში 3 დღე დღეგამოშვებით.

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი 400 ლარი (ჯამში 1400 ლარი)

ბენეფიტები: კვება და 250 ლარიანი სამგზავრო ბარათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
  • ზედნადების შესაბამისად პროდუქციის დისტრიბუციისთვის მომზადება და შეკვეთების აწყობა;
  • გამზადებული შეკვეთების დისტრიბუციისთვის მითვლა და მიწონვა;
  • საწყობის აღწერის პროცესში აქტიური ჩართულობა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.