საწყობის მენეჯერი- ნუცუბიძე
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებსა და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: ნუცუბიძე
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00, კვირაში 6 დღე
საწყისი ანაზღაურება: 1700₾ (I თვე - 1500, II თვე - 1600, III თვე - 1700)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
- სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
- პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
- საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი)