საწყობის მენეჯერი
მათთვის, ვინც დაინტერესებულია მოდის სფეროში მუშაობით Platano Group -ი აცხადებს ვაკანსიას Max Mara ჯგუფის ბრენდის Marina Rinaldi-ს მაღაზიაში, საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** სპეციალური პროგრამის `1C` საშუალებით: ** საქონლის მიღება და შემოწმება ** მიწოდებისა და ლოჯისტიკის კონტროლი ** მარაგების აღრიცხვა და კონტროლი ** ინვენტარიზაციის ჩატარება ** ანგარიშის მომზადება ხელმძღვანელისთვის ასევე, ** მომხმარებელთან ურთიერთობა, კონსულტაციისა და მომსახურების გაწევა. ** პერსონალური გაყიდვები, წვლილის შეტანა მაღაზიის გაყიდვების გეგმაში. ** სალარო აპარატთან მუშაობა. ** მომხმარებლის შესახებ ჩანაწერების შენახვა დაარქივება. ** პროდუქციის კარგად ცოდნა. მნიშვნელოვანი უნარები: ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა. ** სტილის შეგრძნება, ინტერესი მოდისადმი. ** გუნდურად მუშაობის უნარი. ** პასუხისმგებლობის გრძნობა. ** კარგი კომუნიკაციის უნარი. ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა. შრომის ფიქსირებული ანაზღაურება (ხელზე ასაღები) 1500 GEL + დამატებითი ბონუსი გაყიდვებიდან + პრემიუმ კლასის სალონის მომსახურება. ჩვენ გთავაზობთ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.