საწყობის მენეჯერი- ქსანი — ჯიბე cash & carry

ჯიბე cash & carry

საწყობის მენეჯერი- ქსანი

₾1500.0 აქტიური ქსანი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" ქსნის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: ქსანი
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:00-17:00
ანაზღაურება: 1500₾

საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
  • მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი;
  • სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა")
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე