საწყობის მენეჯერი
საწყობის მენეჯერი
კომპანიის შესახებ:
ევროპული საცხობების ქსელი “აუგუსტი”ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. თბილისში წარმოდგენილია 9 ფილიალით და ერთი ცენტრალიზებული საწარმოთი, სადაც მზადდება პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, სალათები, სენდვიჩები დასხვა პროდუქტები.
საწყობის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
• პროდუქციის მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების კონტროლი;
• მარაგებისა და ნაშთების მუდმივი კონტროლი და შევსება;
• პროდუქციის სწორად განთავსებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
• საწყობიდან გაცემული/დაბრუნებული მასალების აღრიცხვა;
• შეკვეთების მიხედვით ნედლეულის დროული მომარაგების ორგანიზება;
• ყოველდღიური ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
• შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და წესრიგის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
• ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• ლიდერობა და სწორი კომუნიკაციის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
• 5 დღიან სამუშაო კვირას, შაბათ-კვირას დასვენება
• სასიამოვნო სამუშაო გარემოს წარმოების გუნდთან ერთად
• კვებაზე -30% ფასდაკლებას
• სამოტივაციო წახალისებებს
სამუშაო გრაფიკი: სრული (07:00-16:00) შაბათ-კვირა დასვენება
ლოკაცია: თბილისი, ბეჟანიშვილი ქ.4
ანაზღაურება : 1500 ლარი
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და კანდიდატებს აფასებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით; ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ან დარეკოთ ნომერზე: 500904231