საწყობის მენეჯერი — ტრანსპორტერი

ტრანსპორტერი — ლოგო
ტრანსპორტერი

საწყობის მენეჯერი

₾2000-2500 ლარი ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ტრანსპორტერი არის მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრი საქართველოსა და ამიერკავკასიაში რომელიც წარმოადგენს 80-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.


ვაცხადებთ საწყობის მენეჯერის ვაკანსიას.

 

ძირითადი პირობები:


  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


·       უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით

·       მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება  

·       სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია 1 C

·       კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა


ძირითადი მოვალეობები:

 

  • საწყობის სივრცის ეფექტური ათვისება და სისტემატიზაცია პროდუქციის კატეგორიების მიხედვით, დამისამართების სისტემის გამართვა
  • საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის სკანერით განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
  • მიღებული პროდუქციის (სასაწყობე ტექნიკის მეშვეობით) გადმოტვირთვისა და საწყობში ოპტიმალური განთავსების პროცესის ორგანიზება;
  • შოურუმებისა და სერვისცენტრის უწყვეტი და დროული მომარაგება (გაცემა) საჭირო ტექნიკითა, თუ სათადარიგო ნაწილებით;
  • საწყობში მიღებული პროდუქციის დაშტრიხკოდების (ამობეჭდვა და მიკრობა) უზრუნველყოფა შიდა პროგრამაში მითითებული შტრიხკოდების შესაბამისად.
  • მარაგების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ვარგისიანობისა და სასაქონლო იერსახის შენარჩუნების კონტროლი;
  • გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და ფინანსურ დეპარტამენტთან/მთავარ ბუღალტერთან შედეგების შედარება-რეპორტინგი.
  • საწყობის შიდა პროგრამაში ყველა ოპერაციის (მიღება, გაცემა, ჩამოწერა, გადაადგილება) დროული, ზუსტი და უშეცდომო ასახვის უზრუნველყოფა პირველადი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) წარმოება, კონტროლი და შენახვა
  • საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის მართვა
  • საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის, სისუფთავის, შრომის უსაფრთხოების (HSE) ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;


განაცხადების მიღება მიმდინარეობს 20 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.


შერჩევის ეტაპები:


1. რეზიუმეების გადარჩევა

2. პირისპირ გასაუბრება


 

გისურვებთ წარმატებას!