საწყობის მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტი — კრიალა

samushao.ge
კრიალა — ლოგო
კრიალა

საწყობის მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

“პალიტრა მედია ჰოლდინგი“-ს წევრი კომპანია შპს ,კრიალა’’ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტის (ე.წ „ჩეკერი’’) პოზიციაზე თბილისში.

მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებისთვის სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის რაოდენობის/წონის შეკვეთის ფურცელზე მოცემულ რაოდენობებთან/წონასთან შესაბამისობის შემოწმება და კონტროლი;
  • შემოწმების შედეგების აღრიცხვა, საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება და დროულად მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • პალეტზე პროდუქციის განთავსების, სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის შეფუთვის ფორმის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება და კონტროლი;
  • საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაცია;

მოთხოვნები:

  • სასურველია საწყობში მუშაობის სამუშაო გამოცდილება ;

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • სხარტი აზროვნების უნარი
  • სწრაფად ათვისების უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 – 17:30 სთ; შაბათი მოკლე სამუშაო დღე - 09:30-14:30 სთ.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქ. 50ბ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →