საწარმოს ინჟინერი- ნატახტარი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი საერთაშორისო წარმოების კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე საწარმოში.
ინდუსტრია: FMCG / სასმელების წარმოება
სამუშაო ადგილი: ნატახტარი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 საათი
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ ტექნიკურად ძლიერ, პასუხისმგებლიან და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით, საწარმოო დანადგარებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ჩამოსასხმელი და შესაფუთი დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- პრევენციული და კორექტიული ტექნიკური მომსახურების (Maintenance) დაგეგმვა და განხორციელება, დანადგარების გაჩერების დროის მინიმუმამდე შემცირების მიზნით
- დანადგარების ეფექტიანობის, გაჩერებებისა და დანაკარგების ანალიზი და საწარმოო ხაზის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ინიციატივების განხორციელება
- სხვადასხვა ფორმატის (ბოთლი, ქილა, კეგი) წარმოებისთვის დანადგარების გამართვის, რეგულირებისა და კალიბრაციის უზრუნველყოფა
- ტექნიკური გაუმართაობებისა და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების ძირეული მიზეზების ანალიზში მონაწილეობა და მუდმივი მაკორექტირებელი ღონისძიებების დანერგვა
- ტექნიკური მომსახურებისა და წარმოების გუნდებთან კოორდინაცია ტექნიკური პრობლემების ოპერატიულად აღმოსაფხვრელად
- ოპერატორების გადამზადება დანადგარების სწორი ექსპლუატაციის, საბაზისო ტექნიკური მომსახურებისა და პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით
- ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება წარმოების დანაკარგებისა და ხარისხობრივი გადახრების თავიდან ასაცილებლად
- ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო კრიტიკული სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ Upper-Intermediate დონეზე
- საწარმოო დანადგარებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა (100%-იანი დაფარვა)
- კვება
- ტრანსპორტირება
- კომპანიის პროდუქციის ყოველთვიური სასაჩუქრე პაკეტი