საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
შპს "ონიქს კორპორეიშენი" ფარმაცევტული წარმოება აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
ძირითადი მოვალეობა:
- საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
- არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
- ახალი მომწოდებლების მოძიება;
- სასაქონლო ჯგუფში არსებული მწარმოებლების ბაზის შექმნა, მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა-დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
- სასაქონლო ჯგუფის თვითღირებულების დამოკიდებულობის განსაზღვრა, ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
- შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით; შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);
- ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება;
- კონკურენტების ფასების და შესაძლებლობების ანალიზი;
- მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- Word, Excel, Outlook-ის ცოდნა სავალდებულოა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: ინდივიდუალური, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.