სატელეფონო ოპერატორი
სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" სთავაზობს თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ პროფესიულ გარემოს, კარიერული განვითარების შესაძლებლობებს და ზრდაზე ორიენტირებულ გუნდურ კულტურას.
სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი და გამავალი ზარების მიღება/გადამისამართება;
- სტუმრების ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისების შესახებ;
- ჯავშნებთან დაკავშირებული ზარების მიღება და შესაბამის დეპარტამენტთან კოორდინაცია;
- სტუმრების მოთხოვნების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტებში;
- თხოვნების შესრულების მონიტორინგი და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
- შიდა სატელეფონო სისტემის მართვა;
- სტუმრების კმაყოფილების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Opera-ს ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
- კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი განაცხადის განსახილველად, ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვისა და შესაბამისობის დადგენის, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვისშესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.