სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი — მაგთიკომი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
მაგთიკომი — ლოგო
მაგთიკომი

სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "მაგთიკომის" მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
** ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების, ტარიფების და მიმდინარე დავალიანების შესახებ;
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა;
** მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკურ ჯგუფთან გადამისამართება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან გამოცდილება მომსახურების სფეროში, მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით;
** ცოდნა - ა) აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა; ბ) რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე თავისუფლად ფლობა.

უნარები/შესაძლებლობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიზის უნარი.

გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ნაცნობებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

მონაცემები (CV)

ჩვენ მოგიძებნით მომხმარებელთან ურთიერთობების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა მომხმარებელთან ურთიერთობების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ