სასტუმროს მორიგე ინჟინერი — IDEA Collection by GINO HOTTELS

samushao.ge
IDEA Collection by GINO HOTTELS — ლოგო
IDEA Collection by GINO HOTTELS

სასტუმროს მორიგე ინჟინერი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მორიგე ინჟინერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, წყალმომარაგება, გათბობა/გაგრილება და სხვ.) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • ტექნიკური ხარვეზების სწრაფი დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა
  • პრევენციული სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება
  • ავარიულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება
  • ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა
  • სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ტექნიკური საკითხების მოგვარების მიზნით

მოთხოვნები:

  • შესაბამისი ტექნიკური განათლება (სასურველია)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ელექტრო და სანტექნიკური სისტემების საბაზისო ცოდნა
  • პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მოქნილი გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (ცვლაში მუშაობა)

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ანაზღაურება 1500 ლარი (NET)