სასტუმროს ადმინისტრატორი- კახეთი — სასტუმრო მეტეო

სასტუმრო მეტეო

სასტუმროს ადმინისტრატორი- კახეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
სასტუმრო "მეტეო კახეთი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუისპირი

ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე!

მცირედი ჩვენ შესახებ:

"Hotel Meteo Kakheti" არის თანამედროვე, 5-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიცავს:

** 43 ნომერს;
** განცალკევებულ რესტორანს;
** ორ აუზს;
** ბარს;
** სტუმრებისთვის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მიღება და რეგისტრაცია (Check-in / Check-out);
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების მართვა;
** სატელეფონო ზარებისა და ჯავშნების დამუშავება;
** სასტუმროს სხვა განყოფილებებთან კოორდინაცია;
** სტუმრების კომფორტზე ზრუნვა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს შიდა პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი საუბრის უნარი;
** პოზიტიური განწყობა, მეგობრული დამოკიდებულება და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მოქმედებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** სასტუმროს ადმინისტრირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა განიხილებიან მოტივირებული კანდიდატებიც გამოცდილების გარეშე.

სამუშაო გრაფიკი:

სამუშაო გრაფიკი არის 12-საათიანი ცვლით, 2/2 პრინციპით:

** ორი დღე - დილის ცვლა: 09:00-21:00;
** ორი დღე - დასვენება;
** ორი დღე - ღამის ცვლა: 21:00-09:00;
** შემდეგ ციკლი მეორდება.

რას გთავაზობთ:

** კვებას, სამუშაო პერიოდში;
** ტრანსპორტირებას;
** სასტუმროს შიდა პროგრამის შესწავლას ადგილზე;
** მეგობრულ და პროფესიულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.