ადმინისტრატორი
შპს "ქლაბ ჰაუზი", რომელიც აერთიანებს 28 ნომრიან ბუტიკ სასტუმროსა და ტერასა რესტორანს ბეთლემის ქ. N24-ში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1300 ლარი ბონუსიანად
ლოკაცია: ძველი თბილისი
გრაფიკი: 2/2, 12-12 საათი თვეში 15 დღე.
მოვალეობები:
- სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება;
- ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
- ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით, ასევე სასტუმროს ვებგვერდის მეშვეობით;
- ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემასა და Booking.com-ზე;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და ელფოსტის შემოწმება, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროს პროცედურებისა და სტანდარტების კარგად ცოდნა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი.