სასწავლო პროცესების კოორდინატორი — Art Line Academy

Art Line Academy — ლოგო
Art Line Academy

სასწავლო პროცესების კოორდინატორი

₾1800 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვა და გინდა განვითარდე საგანმანათლებლო სფეროში - შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

სასწავლო პროცესების კოორდინატორის მთავარი პასუხისმგებლობაა აკადემიის სასწავლო პროცესის ყოველდღიური ორგანიზება, სტუდენტებთან და ლექტორებთან ეფექტური კომუნიკაცია, სასწავლო კალენდრისა და ციფრული სასწავლო პლატფორმების მართვა და სასწავლო პროგრამის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა.

მოვალეობები:
  • სასწავლო პროცესის ყოველდღიური ორგანიზება და კოორდინაცია;
  • სასწავლო კალენდრის შექმნა, განახლება და კონტროლი Google Calendar-ში;
  • Google Classroom-ის ადმინისტრირება და მართვა;
  • სასწავლო მასალების, დავალებებისა და განცხადებების განთავსება/განახლება;
  • სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • სტუდენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათი მიმდინარე საკითხების მართვა;
  • ლექტორებთან კომუნიკაცია და მათი სასწავლო პროცესის კოორდინაცია;
  • ლექციების, შეხვედრების, პრაქტიკული სამუშაოებისა და სხვა სასწავლო აქტივობების ორგანიზება;
  • სტუდენტების დასწრებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის კონტროლი;
  • სასწავლო პროგრამის კალენდრისა და დაგეგმილი აქტივობების შესრულების მონიტორინგი;
  • სტუდენტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში საკითხების შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • სტუდენტების უკუკავშირის შეგროვება;
  • სასწავლო პროცესში წარმოშობილი ორგანიზაციული საკითხების დროული მოგვარება;
  • საჭირო ადმინისტრაციული დოკუმენტაციისა და მონაცემების მოწესრიგება;
  • ხელმძღვანელობისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
  • აკადემიის შიდა წესებისა და სტანდარტების დაცვა;
  • სხვა მიმდინარე საორგანიზაციო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ან შესაბამისი განათლება/გამოცდილება;
  • სასწავლო, ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Google Workspace-ის ცოდნა;
  • Google Calendar-ის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • Google Classroom-ის ცოდნა და მართვის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა - Microsoft Word, Excel, PowerPoint;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • რამდენიმე დავალების პარალელურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
უპირატესობები:
  • პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებული;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური და თავაზიანი;
  • პროაქტიული;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი ემოციური ინტელექტი;
  • სტუდენტზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
  • ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ