სასაწყობე მარაგების ტრანსპორტ/ზედამხედველ. პასუხისმგებ. პირი — პარადისის ჯგუფი

პარადისის ჯგუფი

სასაწყობე მარაგების ტრანსპორტ/ზედამხედველ. პასუხისმგებ. პირი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პარადისი ჯგუფი 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: Newbalance / EA7 Emporio Armani ასევე მულტიბრენდულ მაღაზიას City Sport - რომელიც აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა EA7 Emporio Armani, Colmar, Peak Sport და Icepeak.

კომპანია წარმოდგენილია 5 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით.

"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კვირის ჭრილში სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირება/გადაადგილება - დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • სატრანსპორტო საშუალების წესრიგზე ზრუნვა;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტის მიხედვით;
  • სატრანსპორტო საშუალების მოვლა/პატრონობა, მათ შორის ჰიგიენური წესების დაცვა;
  • კომპანიის სასაწყობე მარაგების სრული კონტროლისა და უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა;
  • საწყობის ნაშთების კონტროლი, მათ შორის შესაბამისი რეპორტის წარმოება და წარმოდგენა საჭიროების შემთხვევაში;
  • საწყობის ნაშთების კონტროლი და შესაძლო დეფიციტების დროული იდენტიფიცირება;
  • პასუხისმგებელია საწყობში არსებული მარაგების უსაფრთხო შენახვაზე, წესრიგზე, სისუფთავესა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მართვის მოწმობა (B კატეგორია - აუცილებელია);
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პოზიციაზე გამოყოფილი ავტომობილი სრული დაზღვევით და საწვავის ანაზღაურება;