სარეკლამო წარმოების ხელოსანი / გარე რეკლამის სპეციალისტი
🚨 ვაკანსია | სარეკლამო წარმოების ხელოსანი / გარე რეკლამის სპეციალისტი
შექმენით რეკლამა, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ხვდება თვალში — შემოუერთდით ADSS PRINT-ის გუნდს! ADSS PRINT 2008 წლიდან ქმნის ფართოფორმატიანი ბეჭდვისა და გარე რეკლამის ახალ სტანდარტს. ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ სარეკლამო წარმოების ხელოსანს / გარე რეკლამის სპეციალისტს.
📍 სამუშაო ადგილი: თბილისი
🕙 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი | 10:00 – 19:00
💰 ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
რას გააკეთებთ?
- გარე და შიდა რეკლამების, აბრებისა და სხვა სარეკლამო მასალების დამზადებასა და აწყობას;
- ბანერების, სტიკერებისა და სხვა სარეკლამო მასალების მონტაჟს/დემონტაჟს;
- რეკლამის კონსტრუქციების აწყობასა და სხვადასხვა მასალასთან (აკრილი, პლასტიკი, ალუმინის პროფილები, კომპოზიციური პანელები) მუშაობას;
- დამზადებული პროდუქციის ობიექტზე მონტაჟსა და ინსტალაციას.
ვის ვეძებთ?
- მსგავს პოზიციაზე (სარეკლამო წარმოება ან ავეჯის დამზადება) მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
- კუთხსახეხთან (ბარგალკა), ბურღთან, ელექტრო ხერხთან და სხვა ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილებით;
- ელექტრომონტაჟის საბაზისო ცოდნით (განათების სისტემების აწყობა);
- პასუხისმგებლიან, დეტალებზე ორიენტირებულ და ფიზიკურად გამძლე ადამიანს;
🚗 B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ?
- FITT Pass;
- სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მშვიდ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- შესაძლებლობას, პრაქტიკულად შეისწავლოთ სარეკლამო ინდუსტრიის სპეციფიკა.
#ADSSPRINT #ვაკანსია #სამსახური #დასაქმება #Hiring #გარერეკლამა #სარეკლამოწარმოება
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ საიტზე : https://adssprint.com.ge/#2