საოპერაციო ოფიცერი — A Logistics Company

A Logistics Company

საოპერაციო ოფიცერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

A Logistics Company (ALC) წარმოადგენს წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას საქართველოში, რომელიც ფლობს და მართავს ინდუსტრიულ უძრავ ქონებას. ჩვენ ვთავაზობთ მიწოდების ჯაჭვის სრულ მართვას, საწყობებსა და სხვადასხვა ტიპის სივრცეებს წარმატებულ ბიზნესებს საქართველოში.

პოზიცია: საოპერაციო ოფიცერი

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქუჩა 36
  • დაქვემდებარება: ადმინისტრაციული მენეჯერი
  • სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
  • ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან/კომპეტენციიდან გამომდინარე

პოზიციის ძირითადი მიზანი:

სასაწყობე და ლოგისტიკური ოპერაციების ეფექტიანი მართვა, პროცესების ოპტიმიზაცია, მონაცემთა ანალიზი და 3PL სერვისებთან დაკავშირებული ფინანსური და ოპერაციული პროცესების მხარდაჭერა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • SOP პროცედურების ინტეგრაცია მიწოდების ჯაჭვის პროცესებთან და მათი უწყვეტი მონიტორინგი;
  • WMS (Warehouse Management System) სისტემის ადმინისტრირება და მართვა;
  • საბაჟო საწყობის პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა და მხარდაჭერა;
  • სასაწყობე ოპერაციების ანალიზი და პროცესების ოპტიმიზაცია;
  • 3PL პროცესებში წარმოქმნილი ინციდენტების იდენტიფიცირება და ეფექტიანი აღმოფხვრა;
  • 3PL სერვისებთან დაკავშირებული ინვოისების მომზადება და კონტროლი;
  • მონაცემთა დამუშავება WMS სისტემაში და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • ახალი მომხმარებლების ლოგისტიკური საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროცესების დაგეგმვა;
  • WMS სისტემის იმპლემენტაციაში მონაწილეობა და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • ყოველთვიური ფინანსური და ოპერაციული ანგარიშგებების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • Microsoft Excel - ანალიტიკა, მონაცემთა დამუშავება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

სასურველი უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების და გადაწყვეტის უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ეფექტიანი უნარები;

რას გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ გარემოში;
  • დინამიკურ და სტრუქტურირებულ სამუშაო გარემოს;
  • სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას;