სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელი — კომპანია

კომპანია

სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია აცხადებს ვაკანსიის სამშენებლო ობიექტის სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე. გრაფიკი: სრული (სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- დან 19:00- მდე) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი; ** ობიექტზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის და აქტების წარმოება; ** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი ** შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება; ** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა; ** სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი; ** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი; ** მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და ხელმძღვანელ პირთან წარდგენა ; ** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა; ** ტექნიკური თვალსაზრისით პროექტების რისკების მართვა ; ** სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა; ** ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი; ** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა. ** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი; ძირითადი მოთხოვნები: ** სამშენებლო ობიექტის მართვის ცოდნა და უნარი; ** სამშენებლო დოკუმენტაციის ანალიზის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი; ** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი; ** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; ** სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება, მეოთხე კლასის კორპუსების მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილებას); ** პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad); ** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური; რუსული); ანაზღაურება: შეთანხმებით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ