ტომპსონი & ფრენჩი
სამშენებლო ინჟინერი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
"ტომპსონი & ფრენჩი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: სამშენებლო ინჟინერი.
დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და კვალიფიციურ სამშენებლო ინჟინერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს, უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისად შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს შესაბამის ტექნიკურ და საანგარიშო დოკუმენტაციას.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების სრული ხელმძღვანელობა და ორგანიზება;
** პროექტების, სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება;
** სამუშაოების დაგეგმვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების ვადების კონტროლი;
** მუშების, ტექნიკისა და საჭირო სამშენებლო რესურსების ეფექტიანად განაწილება;
** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
** საჭიროების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვების შედგენა, გაანგარიშება და კორექტირება;
** ფორმა №2-ისა და შესრულებული სამუშაოების სხვა საანგარიშო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
** საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავება, შესაბამისი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის მომზადება სხვა სპეციალისტებთან ერთად;
** საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** სამშენებლო მასალების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი ხარჯვის კონტროლი;
** დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან, პროექტანტებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან სამუშაო კომუნიკაცია;
** სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლი;
** ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
** სამშენებლო ობიექტების დამოუკიდებლად მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
** ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა;
** პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავების უნარი;
** სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა;
** სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი;
** სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და საანგარიშო ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა;
** მუნიციპალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** სატენდერო პროექტების განხორციელების გამოცდილება;
** AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე:
წერილის სათაურში მიუთითეთ: "სამშენებლო ინჟინერი - სახელი, გვარი"