ტენდერი მზის ელექტრო სადგურების დამონტაჟებაზე — ქეა კავკასია

ქეა კავკასია — ლოგო
ქეა კავკასია

ტენდერი მზის ელექტრო სადგურების დამონტაჟებაზე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
ააიპ "ქეა კავკასია" აცხადებს ტენდერს, მზის ელექტრო სადგურების დამონტაჟებაზე, ქვემოთ მითითებულ რეგიონებში:

** ახალციხე - სიმძლავრე:: 6 კვტ (Inverter AC)
** თელავი, სოფელი რუისპირი - სიმძლავრე: 10 კვტ (Inverter AC)
** მცხეთის რაინი სოფ. ჩარდახი - სიმძლავრე: 5 კვტ (Inverter AC)

კონკრეტული დავალება:

** შემსრულებელმა გადაცემული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა მოახდინოს მზის ელ. სადგურების სრული ფუნქციონირებისთვის საჭირო სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოების შესრულება. კერძოდ:
- ახალციხე - დაამონტაჟოს მზის ფოტოელექტრული პანელები სახურავზე.
- თელავი, სოფელი რუისპირი - დაამონტაჟოს მზის პანელები მიწაზე.
- მცხეთის რაინი სოფ. ჩარდახი - დაამონტაჟოს მზის ფოტოელექტრული პანელები მიწაზე.
საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად დაამონტაჟოს სადგამი კონსტრუქცია, შექმნას ელექტრული წრედები და გარდამქმნელის საშუალებით დააერთოს შიდა გამანაწილებელ ქსელს.
** გამართოს მზის ელ-სადგურების ფუნქციონირებისათვის საჭირო ქსელი, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს მზის ელ. სადგურის ყველა ნაწილის ერთმანეთთან სათანადო დაკავშირება:
- დამონტაჟებული ფოტოელექტრული პანელების გარდამქმნელთან მიერთება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
- გარდამქმნელის დაკავშირება სატრანსფორმატორო/საკვანძო პუნქტების უჯრედთან/წერტილთან ნეტო დარიცხვის პრინციპით, ქსელის ოპერატორის მიერ გაცემულ ნებართვაში არსებული მოთხოვნის თანახმად და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
** დაამიწოს მზის ელ-სადგური და გარდამქმნელი (დამიწების კონტურის არარსებობის შემთხვევაში შემსრულებელმა უნდა მოაწყოს დამიწება).
** სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს დამონტაჟებული სადგურის ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება.
** სამუშაო ჩაითვლება დასრულებულად მას შემდეგ, რაც დამონტაჟებული მზის ელ. სისტემა დაერთებული იქნება ქსელის ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად და გაშვებული იქნება ექსპლუატაციაში.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

** პანელები უნდა იყოს ორმხრივი
** გამოყენებული კაბელები უნდა იყოს შესაბამისი სერტიფიკატებით
** კონსტრუქცია სახურავზე - ალუმინი ან უჟანგავი მეტალი;
** კონსტრუქცია მიწაზე - ანტიკოროზიული საღებავით შეღებილი მეტალი ან უჟანგავი მეტალი

ტექნიკური მოთხოვნები მზის პანელებს და ინვერტორებზე:

მზის მოდული:

** მწარმოებლის სტატუსი: BloombergNEF Tier 1 List
** ტექნოლოგია: N-type TOPCon
** ეფექტურობა: არანაკლებ 22, 5%
** ნომინალური სიმძლავრე - 615 w
** სისტემის მაქსიმლაური ვოლტაჟი არანაკლებ: 1500 ვ
** ტემპერატურული საზღვრები: -40-დან C - +85-მდე C
** სერტიფიკაცია: IEC 61215; IEC61730, UL 61215, UL 61730

ინვერტერი:

** ტიპი: სტრინგული
** ეფექტურობა: 97, 5%
** სტრინგის ძაბვა: 16A-მდე
** MPPT-ების რაოდენობა: მინიმუმ 2
** DC/AC თანაფარდობა: მხარდაჭერა 1.3x - 1.5x
** დაცვის კლასი: IP66
** უსაფრთხოება: AFCI
** ტემპერატურული საზღვრები: -25-დან C - +60-მდე C

შემსრულებელი დამკვეთს გადასცემს შემდეგ დოკუმენტაციას:

** მზის ელექტროსადგურის საპროექტო ფაილს;
** შემსრულებელს უნდა ჰქონდეს დამონტაჟებული მინიმუმ 1 ცალი მიწაზე განთავსებული 500 კვტ-იანი და ქსელში ჩართული მზის ფოტოელექტრო სისტემა და მინიმუმ 5 ცალი შენობის სახურავზე განთავსებული და ქსელში ჩართული მზის ფოტოელექტრო სისტემა.

ზემოთ მოყვანილი ორი პუნქტის დადასტურება დოკუმენტალურად უნდა იქნას წარმოდგენილი. (მოთხოვნის შემთხვევაში)

სამუშაოების წარმოების მსვლელობისას დაცული უნდა იყოს ამ ტიპის სამუშაოების მიმართ საქართველოში მოქმედი წესები და რეგულაციები.

შესასრულებელი სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს გადაცემული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით.

შემსრულებელმა მონტაჟის შემდგომ უნდა დაარეგისტრიროს მზის ელ-სადგურები შესაბამის პორტალზე და მისცეს წვდომა დამკვეთს, შესაძლოს განახორციელოს მუდმივი ონლაინ მონიტორინგი აპლიკაციის მეშვეობით.

შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს ჩაუტაროს შესაბამისი ტრენინგი მზის ელ-სადგურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

გადახდის პირობები: დამკვეთი "შემსრულებელს" გადაუხდის სრული თანხის 30% ავანსის სახით, რომელიც განკუთვნილი იქნება მოსამზადებელი სამუშაოებისთვის.

ხელშეკრულების ვადები: ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღე

საგარანტიო პირობები:

** მზის პანელზე მწარმოებლის საგარანტიო ვადა 12 წელი, წარმადობა: 30 წელი;
** ინვერტორზე მწარმოებლის საგარანტიო ვადა 5 წელი;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

შემოთავაზება უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: .

ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი, ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 ნოემბერი, 18:00 საათი;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მითითებული მომსახურება განკუთვნილია "ქეა კავკასიის" პროექტისთვის, რომელიც განთავისუფლებულია დ.ღ.გ-სგან. გამომდინარე აქედან, თქვენს მიერ შემოთავაზებული ფასი, უნდა იყოს დ.ღ.გ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტაში.

საკონტაქტო პირი:
თემური კურტანიძე: ტელ: 599409892

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ