სამმართველოს უფროსი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:- საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი.
- საინვესტიციო შესაძლებლობების სისტემური მოძიება და კორპორაციის სტრატეგიასა და მიზნებთან შესაბამისობის პირველადი შეფასება.
- საინვესტიციო პროექტების ყოვლისმომცველი ანალიზის — ფინანსური, ოპერაციული, სამართლებრივი და ბაზრის — წარმართვა, ზედამხედველობა და კონტროლი.
- საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა.
- საინვესტიციო ტრანზაქციების მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია და დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- სამმართველოში ანალიზის მეთოდოლოგიის, შეფასების სტანდარტებისა და სამუშაო პროცედურების შემუშავება და განახლება.
- საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის ანგარიშების მომზადებაზე ზედამხედველობა და ანალიტიკოსის სამუშაოს მართვა.
- დაქვემდებარებული ანალიტიკოსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სამუშაოს შეფასება.
- მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, აუდიტის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის ან კორპორაციული ფინანსების მიმართულებით;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
- ფინანსური მოდელების შექმნის და დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება [პროექტის Discounted Cash Flow-ს მომზადების და NPV, IRR და სხვა შეფასების მეთოდების გამოყენების გამოცდილება];
- ფინანსური ინსტრუმენტების და ინვესტიციების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
- CFA Level 1 ჩაბარებულ პირებს;
- საინვესტიციო ფონდებში ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ივლისი;