ხარისხის კონტროლის სპეციალისტი — შარავანდი

შარავანდი

ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პროცესების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნაბეჭდი პროდუქციის (ეტიკეტის კოლოფების) ხარისხობრივი კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ფერების შესაბამისობის, ბეჭდვის სიზუსტისა და ვიზუალური პარამეტრების შემოწმება;
  • აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

პირობები:

  • ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია 1 200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ ეტაპობრივი ზრდა 1 600 ლარამდე (კვალიფიკაციის და პროფესიული განვითარების შესაბამისად).
  • სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, თვეში 15 დღე - 08:30-20:30 (შესვენება 1 საათი).
  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108
  • ბენეფიტები: Fitpass (ფიტპასი); უფასო კვება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი (ტრენინგი უზრუნველყოფილია ადგილზე);
  • უმაღლესი განათლება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;