სამეურნეო და სერვისის მენეჯერი — ბელ მეზონი

ბელ მეზონი — ლოგო
ბელ მეზონი

სამეურნეო და სერვისის მენეჯერი

₾2500 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონი" ( http://bellemaison.ge/ ) აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო და სერვისის მენეჯერის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** სარემონტო სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. კანდიდატს მუშაობა მოუწევს მაღალი კლასის შოურუმში, სადაც წარმოდგენილია ევროპული ბრენდები. ფუნქცია-მოვალეობები: ** საოფისე სივრცის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი, ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა. ** სამეურნეო და სარემონტო სამუშაოების შესრულების ორგანიზება და მონიტორინგი; ** შენობა-ნაგებობებისა და ინვენტარის მოვლა - პატრონობა, ინვენტარის პერიოდული და საჭიროებისამებრ ინვენტარიზაცია; ** კომპანიის მიერ შესყიდული სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; ** კომპანიის მიერ შესყიდული პროდუქციის დასაწყობებისა (მიღება, დასტიკერება, აღრიცხვა, თანამშრომლებზე გაცემა) და ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ** შოურუმის გაღება და დაკეტვა; ** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი; ** სამეურნეო-ტექნიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ** მცირე სამეურნეო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება; ** დაქირავებული სამეურნეო პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა და მათ მიერ განხორციელებული მომსახურების პროცესის მონიტორინგი; ** სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი; ** შოურუმში არსებულ მცირე საწყობებისა და საკუჭნაოს მენეჯმენტი; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება. პირობები: ** ანაზღაურება: 2500 ლარი ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი ** სამუშაო საათები: 10:00-19:00