ფილიალის მენეჯერის ასისტენტი- ბათუმი — კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი — ლოგო
კონტაქტჰოუმი

ფილიალის მენეჯერის ასისტენტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

გახდი "კონტაქტ ჰოუმის" ფილიალის მენეჯერის ასისტენტი ბათუმში ! ვინ ვართ ჩვენ? "კონტაქტ ჰოუმი" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია, ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს. უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. შენი მისია კომპანიაში: როგორც ფილიალის მენეჯერის ასისტენტი ბათუმში, შენ იქნები მთავარი დამხმარე და დამაკავშირებელი რგოლი ფილიალის მენეჯერს, გუნდსა და მომხმარებლებს შორის. ** ფილიალის ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში ჩართულობა და მენეჯერის მხარდაჭერა; ** ფილიალის გუნდთან აქტიური კომუნიკაცია, სამუშაო პროცესების კოორდინაცია და ეფექტურობის სტიმულირება; ** მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის შენარჩუნება; ** ფილიალის საჭიროებებისა და პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირება და ინფორმაციის დროული გაცვლა მენეჯერთან და გუნდთან; ** საჭირო დოკუმენტაციის, რეპორტინგისა და ადმინისტრაციული საკითხების აღრიცხვა. ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: ** გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში (მომსახურების, გაყიდვების ან ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად); ** ფლობ ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას; ** ხარ შედეგზე ორიენტირებული და ორგანიზებული; ** კარგად ფლობ საოფისე პროგრამებს (MS Office); ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას: ** საუკეთესო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით); ** ფინანსური მოტივაცია: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი მიღწეული შედეგების მიხედვით; ** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის; ** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off; ** განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში.