სამედიცინო წარმომადგენელი
ესპანური ფარმაცევტული კომპანია „ზენდელ ნუტრაფარმა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #230
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი +მგზავრობის თანხა ან საწვავი+ ბონუსი რეალიზაციის შესრულების შემთხვევაში.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- გამოუცდელი კადრებისთვის ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას;
- საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას;
- ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
ძირითადი მოვალეობები:
- სამიზნე აუდიტორიასთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება (სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები);
- დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში აქტიური მონაწილეობა (კონფერენციები, პრეზენტაციები და სხვა);
- დასახული ამოცანების ეფექტურად შესრულება და დროული რეპორტინგი;
- კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება.
აუცილებელი უნარები:
- გამართული კომუნიკაციისა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა-დროის მართვის უნარი;
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ საშუალო სპეციალური/უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა;