სამედიცინო წარმომადგენელი — ოლაინფარმის წარმომადგენლობა საქართველოში

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ოლაინფარმის წარმომადგენლობა საქართველოში — ლოგო
ოლაინფარმის წარმომადგენლობა საქართველოში

სამედიცინო წარმომადგენელი

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ფარმაცევტული კომპანია „ოლაინფარმი“ წარმოადგენს ერთ ერთ უმსხვილეს საწარმოს ბალტიისპირეთში 50 წლიანი გამოცდილებით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად კომპანიაში წარმოებული მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირდება, მათ შორის ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაში.

ოლაინფარმის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:

  • ეფექტური კომუნიკაციის და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან- ექიმებთან, ფარმაცევტებთან, სამედიცინო ადმინისტრაციასთან
  • კომპანიის მედიკამენტების ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიასთან, მასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების გზით
  • სემინარების, პრეზენტაციების, კონფერენციების ორგანიზება
  • სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება
  • პროდუქტების რეალიზაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა მიმაგრებულ ტერიტორიაზე
  • მივლინება ახლომდებარე ქალაქებში

საბაზო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
  • სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS office)
  • ავტომობილის მართვის მოწმობა
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი სამუშაო განრიგის ორგანიზების და მართვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო სამუშაოს დინამიურ და მეგობრულ გარემოში
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • მოქნილ საბონუსე სქემას
  • ინდოვიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს და სწავლების პროგრამებს
  • კორპორატიულ პაკეტს (ლეპტოპი, მობილური ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება, კორპორატიული ავტომანქანა, ჯანმრთელობის დაზღვევა და სამსახურთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება)

ჩვენ მოგიძებნით სამედიცინოს ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სამედიცინოს ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ