სამედიცინო დირექტორი — HH Recruitment

HH Recruitment — ლოგო
HH Recruitment

სამედიცინო დირექტორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დირექტორის პოზიციაზე თბილისიში ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში ოპერირებს

სამუშაო აღწერილობა:

  • სამედიცინო დაზღვევის მიმართულების სტრატეგიის, კლინიკური ხედვისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და განხორციელების ხელმძღვანელობა;
  • სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების, სამედიცინო პოლიტიკების, კლინიკური კრიტერიუმებისა და ანდერაითინგის სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი პერიოდული გადახედვა;
  • სამედიცინო ანდერაითინგის, ანაზღაურების/პრეტენზიების, გაყიდვების, ანალიტიკისა და საოპერაციო გუნდებთან კოორდინაცია, რათა სამედიცინო გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ბიზნეს-მიზნებსა და ხარისხის სტანდარტებს;
  • კლინიკებთან, საავადმყოფოებთან და სხვა პროვაიდერებთან სტრატეგიული ურთიერთობის მართვა, მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და პროვაიდერული ქსელის განვითარების მხარდაჭერა;
  • პორტფელის, ზარალიანობის, ხარჯთეფექტიანობის, უტილიზაციის ტენდენციებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • რთული, მაღალი ღირებულების ან სადავო შემთხვევების კლინიკურ განხილვაში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის მიწოდება;
  • შიდა პოლიტიკებთან, პროცედურებთან, ეთიკურ სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხის, უტილიზაციისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მონიტორინგი, საჭირო გაუმჯობესებების ინიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების მხარდაჭერა;
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა, თანამშრომლების განვითარება, შესრულების შეფასება და მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი, მედიცინა; ჯანდაცვა; ფარმაცია; სტომატოლოგია; ფიზიკური მედიცინა/რეაბილიტაცია
  • სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების, პროცესების, ბაზრისა და შესაბამისი რეგულაციების ცოდნა;
  • პროფესიული ეთიკის სტანდარტების ცოდნა;
  • ანდერაითინგის, რისკების შეფასების, ანაზღაურებების/პრეტენზიების მართვისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შემდეგ პოზიციებზე, სადაზღვევო ინდუსტრიაში: სამედიცინო დირექტორი; სამედიცინო დირექტორის მოადგილე; სამედიცინო ანდერაიტინგის ხელმძღვანელი ან ოჯახის ექიმების სამსახურის უფროსი;
  • ჯამური გამოცდილება სამედიცინო მიმართულებით 5 წელი, 2 წელი მენეჯერული;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ