საკრედიტო ადმინისტრატორი — თიბისი

თიბისი — ლოგო
თიბისი

საკრედიტო ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი ხულო · ადგილზე სრული განაკვეთი

“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - საკრედიტო ადმინისტრატორი - ხულოს ს/ც #1

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც საკრედიტო ადმინისტრატორი, უზრუნველყოფ:

  • საკრედიტო დოკუმენტაციის ვიზირებას და შემოწმებას;
  • საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, კანონმდებლობასთან და ბანკის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით;
  • იურიდიული სამსახურისგან დოკუმენტაციის სისწორეზე შესაბამისი ვიზირების მიღებას;
  • საკრედიტო პროდუქტების პროგრამული რეგისტრაციას;
  • სესხების გადაფარვის პროცედურების განხორციელებას;
  • საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმებისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
  • კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
  • ზრდად ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს;
  • მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობისას, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა;
  • დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო ტრენინგზე და განავითარო ახალი უნარები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით.

ადგილი, სადაც იმუშავებ:

განახლებული კონცეფციის და თანამედროვე დიზაინის მქონე ფილიალებში/სერვის ცენტრებში.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;
  • გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა