ადმინისტრატორი — Hampton by Hilton Batumi Center

Hampton by Hilton Batumi Center — ლოგო
Hampton by Hilton Batumi Center

ადმინისტრატორი

₾1000 ₾ ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

დაიწყე კარიერა Hampton by Hilton-ში ადმინისტრატორის პოზიციაზე და განვითარდი ჩვენთან ერთად!

Hampton by Hilton Batumi გთავაზობთ შესაძლებლობას, გახდეთ საერთაშორისო ბრენდის გუნდის წევრი!

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
  • 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე;
  • 20%-იან ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში;
  • 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
  • 20%-იან ფასდაკლებას რესტორან რუსთაველში;
  • სწავლაზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კერძოდ სასტუმროში დადგენილი საოპერაციო სტანდარტების ცოდნა და მათი ეფექტური განხორციელება
  • სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან;
  • სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ
  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№20
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
  • ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი