სახიფათო ტვირთების უმცროსი სპეციალისტის — Geosky

Geosky

სახიფათო ტვირთების უმცროსი სპეციალისტის

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაი" აცხადებს ვაკანსიას სახიფათო ტვირთების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ავიაკომპანიის შიდა პროგრამების (მენუალიების) შემუშავება და განახლება
  • სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგი და სტატისტიკის აღრიცხვა
  • კომპანიის პროცედურების შესაბამისობაში მოყვანა ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებთან
  • ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და მათ მიერ დადგენილი მოთხოვნების კონტროლი
  • შიდა აუდიტებში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ჩაითვლება უპირატესობად.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა Word, Excel, Power point
  • უმაღლესი განათლება საავიაციო მიმართულებით
  • სახიფათო ტვირთების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • დეტალებისადმი ყურადღება და სიზუსტე;
  • კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობა;
  • ორგანიზაციული უნარები;
  • გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობა;

კონფიდენციალურობა:

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაიმ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "იურიდიული მხარდაჭერისა და მონაცემთა უსაფრთხოების ცენტრი".

"გატყობინებთ, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა და შეფასება. თქვენი მონაცემები არ გაიცემა მესამე პირებზე თქვენი ნებართვის გარეშე და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში."

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ