საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი — საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კორპორაციის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცებაზე წარდგენა და განხორციელების სისტემური უზრუნველყოფა.
  • საინვესტიციო დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა.
  • სტრატეგიული საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება, პრიორიტეტიზაცია და კორპორაციის გრძელვადიანი მიზნებთან შესაბამისობის შეფასება.
  • მსხვილი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციებისა და ანალიტიკური დასკვნების წარდგენა.
  • საინვესტიციო ტრანზაქციების განხორციელების პროცესზე ზედამხედველობა და დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • საინვესტიციო პორტფელის მართვა, შემოსავლიანობის მონიტორინგი და პორტფელის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება.
  • კორპორაციის სხვა დეპარტამენტებთან, გარე პარტნიორებთან და საინვესტიციო ბაზრის მონაწილეებთან კოორდინაცია.
  • საინვესტიციო საქმიანობის ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა და სრულყოფა.

განათლება: მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის და მართვის, კორპორაციული ფინანსების, Private Equity, Venture Capital ფონდების ან Investment Banking მიმართულებით;
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გუნდის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პოზიციაზე;
  • საინვესტიციო შეფასების — Discounted Cash Flow [NPV, IRR] და Market მეთოდოლოგიების პრაქტიკული ცოდნა;
  • ფინანსური მოდელირებისა და პორტფელის მართვის გამოცდილება;
  • Due Diligence პროცესის წარმართვის კომპეტენცია;
  • სტრატეგიული პარტნიორების, ინვესტორების და გარე დაინტერესებული მხარეების ეფექტური მართვის გამოცდილება (Stakeholder Management);
  • ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
უპირატესობა მიენიჭება:
  • CFA სერტიფიკატის მქონე პირებს;
  • საინვესტიციო ფონდების ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში ინვესტიციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ივლისი;