საღამოს ცვლის ადმინისტრატორი
ტერმინალი არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.terminal.center/
შემოუერთდი ჩვენს გუნდს საღამოს ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც მზად არის ენთუზიაზმით დახვდეს სტუმრებს და მონაწილეობა მიიღოს სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.
მისამართი: თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის ქ. N37მ, აქსის თაუერსი
სამუშაო საათები: 16:00-21:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
- სივრცის წევრებისა და ვიზიტორების მიღება;
- თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
- ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
- პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
- სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
- გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:
- მომხმარებლებზე ორიენტირებული;
- მეგობრული;
- შეუძლია კომუნიკაცია ინგლისურად;
- შეუძლია გუნდური მუშაობა.
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა.