საგადასახადო აუდიტორი
ელიტ აუდიტი აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე. ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება საგადასახადო აუდიტის პროექტებში და იმუშავებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდთან კოორდინაციით.
ლოკაცია: თბილისი / ჰიბრიდული ფორმატი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიების საგადასახადო მდგომარეობის ანალიზი
- საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
- საგადასახადო აუდიტის პროცესში მონაწილეობა (pre-audit / during audit / post-audit ეტაპები)
- შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მხარდაჭერა
- აუდიტის აქტებზე რეაგირების, ახსნა-განმარტებებისა და საჩივრების მომზადება
- კლიენტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან შესაბამის სფეროში
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება საგადასახადო მიმართულებით
- პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა
- ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება
- კომუნიკაციისა და არგუმენტაციის მაღალი უნარები
სამუშაო პირობები:
- ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი: მოქნილი ჩართულობის ფორმატი (პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობა)
კონკურენტული ანაზღაურება:
- თითოეულ პროექტზე 25% - 40%
- საკუთარი კლიენტის მოყვანის შემთხვევაში: 40% - 60%
- დავის/აპელაციის წარმატების შემთხვევაში: Bonus fee: 5% - 15%
დამატებითი ბენეფიტები:
- მოქნილი გრაფიკი
- მრავალფეროვანი ქეისები (იმპორტი, მშენებლობა, FMCG და ა.შ.)
- ძლიერი იურიდიული გუნდის მხარდაჭერა
- დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება
პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ საგადასახადო აუდიტის მიმართულებით და სურთ საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების გაფართოება სხვადასხვა ბიზნეს სექტორში და მრავალფეროვან პროექტებზე.