საავტომობილო სერვისის მრჩევლი
"პეჟო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის მრჩევლის პოზიციაზე.
პეჟო საქართველო — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis-ის, შემადგენელ ბრენდს.
შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი.
ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
- ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
- შაბათი 10:00-14:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შოურუმში შემოსული მომხმარებლის დახვედრა ბრენდის მომსახურების სტანდარტების დაცვით;
- მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა, მათზე ზრუნვა და შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის დარეგისტრირება სამუშაო პროგრამაში;
- კონსულტირება რეკომენდებულ სერვისებთან დაკავშირებით, ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების კალკულაცია და ინვოისის მომზადება;
- საავტომობილო ნაწილების და აქსესუარების კატალოგში მოძიება და რეალიზაცია;
- სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა;
- შეკვეთილი ნაწილების და აქსესუარების მიწოდების ვადების მონიტორინგი და მომხმარებლის დროული ინფორმირება;
- მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამის პროგრამებში მუშაობა;
- სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებელთან, მოახლოებული გეგმური სერვისის შეხსენების მიზნით;
- ახალი ავტომობილების გაყიდვის და სერვისის რეალიზაციის მხარდაჭერა;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საავტომობილო სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი და ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა;
- ავტომობილის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში (Microsoft Office -Word, Excel, PowerPoint, Outlook & Google Workspace -Docs, Sheets, Gmail) მუშაობის გამოცდილება და საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ადამიანების გულწრფელი დახმარების სურვილი;
- დროის მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", დ.აღმაშენებლის ხეივანი 100, თბილისი.
დეპარტამენტი: გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტი