საავეჯე მასალების განშლის ოპერატორი — ჯეო დეკორი

ჯეო დეკორი

საავეჯე მასალების განშლის ოპერატორი

₾1750.0 აქტიური ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯეო დეკორი" ეძებს პასუხისმგებლიან და ტექნიკურად მოაზროვნე თანამშრომელს საავეჯე მასალების განშლის ოპერატორის პოზიციაზე. პოზიცია განკუთვნილია ადამიანისთვის ვისაც სურს ტექნიკურ სფეროში განვითარება და პროფესიული ზრდა.

სამუშაო განაკვეთი: 40 საათიანი სამუშაო განრიგი 10:00-18:00, შესვენება 1 სთ.

ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 1300₾ (სტაჟირება მოიცავს 1 თვეს) ერთი თვის შემდეგ 1750₾, + დაზღვევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ტექნიკური აზროვნება
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა MS Office (Word, Excel)
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირება
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი

მოვალეობები:

  • ზომების მიღება/კარნახის მოსმენა ტექნიკური პერსონალისგან
  • მიღებული მონაცემების გადატანა განშლის პროგრამაში
  • დეტალების განშლის მომზადება წარმოებისთვის
  • მონაცემების სიზუსტის კონტროლი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • ტრენინგს სამუშაო პროცესში
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას