ანაზღაურებადი სტაჟირება - საწარმოო დანადგარების ოპერატორი
Kikala Factory " არის ინტერიერის დეკორაციების თანამედროვე საწარმო, სადაც ვქმნით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას: შპალერებს, ბანერებს, პოსტერებსა და სტიკერებს. ასევე, ვასრულებთ ბეჭდვას პანელებსა და სხვადასხვა მყარ ზედაპირზე. ჩვენი საწარმო აღჭურვილია ინდუსტრიაში წამყვანი, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით (Canon Colorado M-series, Canon Arizona, Neolt XY, Summa, Morgana, Rollsroller), რომელთა სრული ანალოგიც საქართველოში არ მოიპოვება. "Kikala Factory" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საწარმოო დანადგარების ოპერატორის პოზიციაზე. სტაჟირების პირობები და შეთავაზება: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 106. ** ხანგრძლივობა: 3 თვე. ** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00. ** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2. ** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500 ლარი (თვეში). ** დასაქმების პერსპექტივა: სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, 1 საუკეთესო კანდიდატს შევთავაზებთ სრულ განაკვეთზე დასაქმებას. ** ხელფასი დასაქმების შემთხვევაში: 1500 ლარი + ბონუსური სისტემა. ძირითადი მოვალეობები: ** დიზაინერული ფაილების დასაბეჭდად მომზადება. ** ნაბეჭდი პროდუქციის შემდგომი დამუშავება (დაჭრა, დასერვა, პანელებზე გაკვრა და ა.შ.). ** საბეჭდი და დამხმარე დანადგარების მუშაობის პრინციპების ათვისება — ინდივიდუალურ აპარატებზე მუშაობას და მათ სპეციფიკურ პროგრამებს ჩვენ თავად გასწავლით! ვის ვეძებთ / მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: ** პროგრამების ცოდნა: Adobe-ის შესაბამისი გრაფიკული პროგრამების (მაგ: Illustrator, Photoshop) საბაზისო/საშუალო დონეზე ცოდნა. ** გამოცდილება: რადგან ეს სტაჟირებაა და ჩვენი ტექნიკა უნიკალურია, მბეჭდავად მუშაობის წინასწარი გამოცდილება არ არის სავალდებულო (თუმცა მსგავს დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). ** მთავარია, გიყვარდეთ დიზაინის სფერო, ერკვეოდეთ მასში და გქონდეთ დიდი სურვილი, შეისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები. პიროვნული უნარები: მაღალი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.