რუსულენოვანი ქოლცენტრის ოპერატორი/მენეჯერი- ბათუმი
Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორი/მენეჯერის (რუსულენოვანი) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი (ოფისიდან)
განაკვეთი: სრული განაკვეთი (2/2)
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სფერო: დეველოპმენტი / მშენებლობა
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
სამუშაოს ტიპი: ვადიანი კონტრაქტი
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
აუცილებელი ენა: რუსული (სავალდებულო)
კომპანიის შესახებ:
"Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც. ვეძებთ კომუნიკაბელურ, კლიენტზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც აქვს ეფექტური სატელეფონო კომუნიკაციისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული ზარებისა და ლიდების (lead) მიღება, დამუშავება და პირველადი კომუნიკაცია;
- პოტენციური კლიენტებისთვის პროექტების შეთავაზება ტელეფონით;
- ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელი კომპლექსებისა და პირობების შესახებ;
- CRM სისტემაში (მაგ. Bitrix) მონაცემების შეტანა, განახლება და კლიენტებთან ურთიერთობის მონიტორინგი;
- კლიენტების გადამისამართება გაყიდვების გუნდთან საჭიროებისამებრ;
- ყოველდღიური რეპორტინგი მენეჯმენტთან;
- კომუნიკაცია სხვადასხვა არხებიდან შემოსულ მომხმარებლებთან (ზარები, სოციალური ქსელები, ელ. ფოსტა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- CRM სისტემაში მუშაობის უნარი (მაგ. Bitrix);
- რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
- კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
- ორგანიზებულობა, დროის მართვის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სწრაფად ადაპტაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებული ანაზღაურება (1200 ლარი) + ბონუსი შედეგებზე დაყრდნობით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- თანამედროვე, კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და კარიერული ზრდის პერსპექტივა.
შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.