რობოტიკისა და STEM მასწავლებელი — მექატრონიქსის ტექნოლოგიური ლაბორატორია

მექატრონიქსის ტექნოლოგიური ლაბორატორია

რობოტიკისა და STEM მასწავლებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"მექატრონიქსის ტექნოლოგიური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას რობოტიკისა და STEM მასწავლებლის პოზიციაზე.

ვეძებთ მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სამყაროს პრაქტიკული გამოცდილებით გააცნობს — დაეხმარება იდეების განვითარებაში, ექსპერიმენტების ჩატარებასა და საკუთარი პროექტების შექმნაში.

მასწავლებლის მთავარი ამოცანაა ასაკზე მორგებული, საინტერესო და უსაფრთხო სასწავლო პროცესის წარმართვა, რომელიც მოსწავლეებში განავითარებს ტექნიკურ ცოდნას, შემოქმედებით აზროვნებას, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის წლიური სასწავლო გეგმისა და საგაკვეთილო აქტივობების შემუშავება და განხორციელება.
** რობოტიკის, პროგრამირებისა და ელექტრონიკის მიმართულებით პრაქტიკული გაკვეთილების, პროექტებისა და ექსპერიმენტების დაგეგმვა და ჩატარება.
** სასწავლო მასალისა და დავალებების მორგება მოსწავლეთა ასაკზე, ცოდნის დონესა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
** მოსწავლეთა მხარდაჭერა პროექტის ყველა ეტაპზე — იდეის ჩამოყალიბებიდან კონსტრუირებამდე, პროგრამირებამდე, ტესტირებასა და შედეგის წარდგენამდე.
** მოსწავლეთა პროგრესის რეგულარული შეფასება და მათთვის კონკრეტული, განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიცემა.
** მოსწავლეების მომზადება კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისა და გამოფენებისთვის.
** გაკვეთილებისთვის საჭირო ტექნიკისა და მასალების წინასწარ მომზადება, რესურსების მოვლა და ტექნიკური საჭიროებების დროული გამოვლენა.
** ლაბორატორიული აღჭურვილობის, ელექტრონული კომპონენტებისა და ხელსაწყოების უსაფრთხო გამოყენების წესების დაცვა და მოსწავლეებისთვის სწავლება.
** კოლეგებთან, ადმინისტრაციასა და მშობლებთან თანამშრომლობა; მოსწავლეთა მიღწევებისა და სასწავლო სირთულეების შესახებ ინფორმაციის დროული გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რობოტიკის, STEM-ის, პროგრამირების ან მომიჯნავე მიმართულებით სწავლების გამოცდილება.
** სასწავლო რობოტებთან მუშაობის, მათი აწყობისა და პროგრამირების გამოცდილება.
** Arduino-სა და ელექტრონიკის საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკულ პროექტებში გამოყენების უნარი.
** Scratch-ისა და ბლოკური პროგრამირების ცოდნა.
** Python-ის ცოდნა სასწავლო ამოცანებისა და პროექტების შესაქმნელად.
** ტექნიკური საკითხების მარტივად, გასაგებად და ასაკის შესაბამისად ახსნის უნარი.
** ბავშვებთან და მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ჯგუფის მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, მოთმინება და გუნდურად მუშაობის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ტექნიკური ან პედაგოგიური განათლება შესაბამისი მიმართულებით.
** პროექტებზე დაფუძნებული სწავლების გამოცდილება.
** მოსწავლეთა კონკურსებისთვის მომზადების ან STEM ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება.
** ინგლისურენოვან ტექნიკურ და საგანმანათლებლო რესურსებთან მუშაობის უნარი.

განაცხადის გამოგზავნა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV ელფოსტაზე:

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "რობოტიკისა და STEM მასწავლებელი".

სურვილის შემთხვევაში, რეზიუმეს დაურთეთ განხორციელებული პროექტების ან ჩატარებული სასწავლო აქტივობების მოკლე აღწერა ან პორტფოლიოს ბმული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

კანდიდატის მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შპს "მექატრონიქსის ტექნოლოგიური ლაბორატორია" ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები ინახება შერჩევის მიზნისთვის საჭირო ვადით, მიღებიდან არაუმეტეს 6 თვისა.

კანდიდატს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე, კანონით გათვალისწინებული პირობებით მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად მოგვმართეთ ელფოსტაზე: .

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ