რისკების მართვის დეპარტამენტის რისკის მენეჯერი — საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

რისკების მართვის დეპარტამენტის რისკის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს რისკების მართვის დეპარტამენტის რისკის მენეჯერის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორაციის საინვესტიციო, საპროექტო და საოპერაციო გადაწყვეტილებების რისკების წინასწარი შეფასების ჩატარება და შედეგების დოკუმენტირება დეპარტამენტის უფროსისთვის წარსადგენად.
  • საოპერაციო და ფინანსური რისკების სისტემატური იდენტიფიცირება, კლასიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა.
  • რისკების რაოდენობრივი შეფასების მოდელების — VaR, სტრეს-ტესტირება, საკრედიტო სარეიტინგო მოდელები და სცენარების ანალიზი — პრაქტიკული გამოყენება და მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია.
  • დადგენილი რისკის ლიმიტების შესრულების მონიტორინგი, პორტფელის დივერსიფიკაციის მაჩვენებლების თვალყურის დევნება და გადახრების შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსისთვის დროული შეტყობინება.
  • რისკებთან დაკავშირებული პროცედურების, პოლიტიკისა და ჩარჩო დოკუმენტების პროექტების მომზადება და მოქმედი სახელმძღვანელოების პერიოდული განახლების უზრუნველყოფა.
  • კორპორაციის საქმიანობაზე გარე ფაქტორების — მაკროეკონომიკური, მარეგულირებელი, ბაზრის — ზემოქმედების მიმდინარე ანალიზი და შეფასება.
  • კორპორაციის საქმიანობის ფინანსურ რეგულაციებთან, კაპიტალის მართვისა და ანგარიშგების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ანგარიშგება.
  • მენეჯმენტისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის რისკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ანალიტიკური ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სამუშაო დოკუმენტების მომზადება დეპარტამენტის უფროსის დავალებით.

განათლება:

  • ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, აუდიტის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის, მონიტორინგის, რისკების მართვის, შესაბამისობის ან შეფასების მიმართულებით;
  • რისკების მართვისა და შესაბამისობის თანამედროვე პრაქტიკების ცოდნა;
  • პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
  • ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭება შემდეგი პროფესიული სერტიფიკატების მქონე პირებს:

  • CIA — Certified Internal Auditor;
  • CRMA — Certification in Risk Management Assurance.

თანამდობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი