რეგიონალური გარე გაყიდვების მენეჯერი- ბათუმი — სიბელ

სიბელ

რეგიონალური გარე გაყიდვების მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით იწურება ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სიბელ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ცენტრალური გათბობის სისტემები და წყალგაყვანილობა
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი და ბათუმის მიმდებარედ

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია (აუცილებელი): გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო (აუცილებელი): ცენტრალური გათბობის სისტემები, წყალგაყვანილობა, მშენებლობა, შესყიდვები, გაყიდვები
  • ენები: ქართული, ინგლისური (სასურველია) რუსული (სასურველია)
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია

კომპანია სიბელ ბათუმი მრავალი წელია ოპერირებს გათბობისა და წყალგაყვანილობის რეალიზაციის მიმართულებით, ჩვენ ვემსახურებით როგორც საცალო ისე საბითუმო ბაზარს, მთელი საქართველოს მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ;
  • ანაზღაურება: მოჭრილი გამოცდილების შესაბამისად, გაყიდულიდან ბონუს სისტემა.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიქსირებული ხელფასი და მოტივაციური ბონუს სისტემა
  • საწვავის ხარჯების ანაზღაურება
  • კორპორატიული ტელეფონის ნომერი
  • ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • სტაბილური სამუშაო გარემო და ძლიერი გუნდი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორატიული მომხმარებელების აქტიური მოძიება
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა: კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა, შეთავაზებების მომზადება.
  • კონკრეტულ რეგიონში არსებული კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მომხმარებლებთან ხანგრძლივი კომუნიკაცია.
  • ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა
  • მუდმივი მომხმარებლების თვის ჭრილში შესყიდვების მონიტორინგი
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისის უზრუნველყოფა
  • პორტფელების მონიტორინგი;
  • ჯვარედინი გაყიდვების წარმოება;
  • კორპორატიული კლიენტების ყოველდღიური მხარდაჭერა - შესაბამის სისტემაში სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში.
  • მოლაპარაკებებისა და კლიენტებთან კომუნიკაციის მაღალ დონეზე ფლობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
  • მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: batumi@sibel.ge სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.